უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26 October, 2018

                                                                   

 

     ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები ევროკავშირის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის პირობებს კიდევ ერთხელ გაეცნენ. საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რომელიც შესაძლოა მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის ან თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შეექმნათ. 
მასშტაბური საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

Share page