მორიგი სამუშაო შეხვედრა საპროექტო და საზედამხედველო კომპანიებთან

7 December, 2018

                                                                                      

 

    თელავში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - ილია ბეგიაშვილმა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, საპროექტო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრის მიზანი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და ვადებში შესრულებაზე კონტროლი და იმ მიზეზების გარკვევა იყო, რაც სამუშაოებს აფერხებს. მინისტრის მოადგილემ უშუალოდ კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პრობლემების შესახებ. სამუშაო შეხვედრისას ასევე განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები,
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გონივრულ ვადებში ეფექტურად განხორციელებისთვის. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები. საუბარი დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის რეჟიმში წარიმართა. 
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების მიზნით, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, დავით ფხოველიშვილთან ერთად დაესწრო.

Share page