მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12 March, 2019

                                                                                                                                                                                                                                                                   

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციული ყოველკვირეულ თათბირი გაიმართა. სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები , პირველადი სტრუქტურული ერთეულების, ასევე ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. 
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. მერის განცხადებით, წელს არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება , აღნიშნული პროცესის ხელშეწყობა კი ძალიან მნიშვნელოვანია. 
დღესვე, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანამშრომლებს ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ილია მარტყოფლიშვილი წარუდგინა და დაკავებულ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

Share page