საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დედოფლისწყაროში

22 June, 2019

                                                                                                                     

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი თანამშრომლებთან ერთად დედოფლისწყაროს მრავალპროფილურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრო. 
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დედოფლისწყაროს თბილისის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები ეწვივნენ, რომლებმაც სამედიცინო დიაგნოსტიკა 0--დან 18 წლამდე მოქალაქეებს ჩაუტარეს. 
აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგნიზებით ჩატარდა.

Share page