მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ეტაპზეა

9 September, 2019

                                                                                                                          

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ხუციშვილთან, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, მიხეილ ბახუტაშილთან და მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სპეციალისტთან, ნოდარ ზურაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ამ დროისათვის ამბულატორიების რეაბილიტაცია ზემო მაჩხაანსა და გამარჯვებაში მიმდინარეობს, სკოლების-ქ. დედოფლისწყაროსა და არბოშიკში, საბავშვო ბაღის-არხილოსკალოში, სპორტული სატრენაჟორო ეწყობა სოფელ მირზაანში, ბავშვთა გასართობი სკვერი ზემო მაჩხაანში, ვაჟა-ფშაველას სკვერი კი ქვემო ქედში, ხოლო ქ. დედოფლისწყაროში საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.

Share page