დღეს ზემო მაჩხაანის სკოლის საძირკველი აკურთხეს

24 October, 2019

                                                                                                                 

ზემო მაჩხაანის მშენებარე საჯარო სკოლის საძირკვლის კურთხევა სკოლის მოსწავლეებმა ,,ქიზიყური შემოდგომით“ აღნიშნეს. 
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. 
,,ქიზიყურ შემოდგომაზე“ სკოლის თითოეულმა კლასმა მუსიკალური ნომრები და ტრადიციული კერძები წარმოადგინა. 
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სკოლის დირექტორს, მაია ხუნაშვილს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მასშტაბური და ლამაზი ღონისძიების მომზადებისათვის მადლობა გადაუხადეს და საგანმანათლებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი სკოლის შენობა შენდება. პროექტი მომავლ წელს დასრულდება და მისი ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს.

Share page