ხელისუფლების წარმომადგენლები სამთაწყაროში,ფიროსმანსა და საბათლოში

26 October, 2019

                                                                                                                   

  ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები მოსახლეობასთან აქტიურად მიმდინარეობს. 
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი, დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნოიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამთაწყაროს , ფიროსმანსა და საბათლოს ეწვივნენ და აღნიშნული სოფლების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. 
ხელისუფლების პირველმა პირებმა მოსახლეობას 2020 წელს დაგეგმილი პროექტებიც წარუდგინეს და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს განსახორციელებელ გეგმებს ღია შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივების მიერ დასახელებული საჭიროებებიც დაემატება.

Share page