შეხვედრები ზემო მაჩხაანში, გამარჯვებასა და ხორნაბუჯში

30 September, 2019

                                                                                                                  

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რეგიონების საჭიროებების ასახვის მიზნით მთავრობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზემო მაჩხაანს, გამარჯვებასა და ხორნაბუჯს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთაან შეხვედრები გამართეს. 
აღნიშნულ სოფლებში არსებულ მთავარ პრობლემად წყალმომარაგების მოწესრიგება დასახელდა.

Share page