მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ხორნაბუჯსა და ჭოეთის დასახლებაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხორნაბუჯისა და ჭოეთის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხორნაბუჯელებმა და ჭოეთელებმა აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.
სოფლის საერთო კრებები მომავალ კვირას განახლდება.