ჩინეთის წითელი ჯვრის დელეგაცია დედოფლისწყაროში

24 ოქტომბერი, 2018

                                                                               

ჩინეთის წითელი ჯვრის დელეგაცია ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის , ვანგ ჰაიჯინგის ხელმძღვანელობით, დედოფლისწყაროს წითელი ჯვრის ოფისს სტუმრობდა. დელეგაციის წარმომადგენლებმა დედოფლისწყაროს წითელი ჯვარში არსებული აპარატურა დაათვალიერეს და ორგანიზაციის მუშაობით დაინტერესდნენ. დელეგაციის წევრებს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა და წითელი ჯვრის დედოფლისწყროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნათელა თამაზაშვილმა მიაწოდეს. 
ჩინეთის წითელი ჯვარი საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს. საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ახლო მომავალში ისინი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც გეგმავენ.

გააზიარე