დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბიბლიოთეკაში

28 May, 2018

                                                                                                   

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა , სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა მიულოცეს. 
ამ წუთებში რუსთაველის ქუჩაზე პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი მიმდინარეობს, 17 საათზე კი კულტურის სახლში გალა-კონცერტი დაიწყება.

 

გააზიარე