დედოფლისწყაროს ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადაიდო

11 იანვარი, 2019

           

                                                                                                                                                                                                                                                                                              

     დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარიეტა გონაშვილსა და ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელს, მაია ყოჩიაშვილს შეხვდა. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე და ვირუსის ზრდის ტენდეცია აღარ არსებობს, მიუხედავად ამისა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის განახლება 21 იანვრამდე გადაიდო საჯარო სკოლებშიც.

გააზიარე