დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების,  პროგრამების, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები

 

ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ  შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 -2020 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
  • განათლება;
  • კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
  • თავდაცვა,

 

 

 

 

 

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი

ანისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:

      

 

      

 

დასახელება

2015წლის ფაქტი

2016წლის ფაქტი

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

შემოსავლები

8189.6

8730.5

7550.5

5467.7

5467.7

5467.7

გადასახადები

2639.9

3185.5

2955.7

2840.0

2840.0

2840.0

გრანტები

4384.6

3890.5

3194.8

984.7

984.7

984.7

სხვა შემოსავლები

1165.1

1654.5

1400.0

1643.0

1643.0

1643.0

 

     

 

ხარჯები

5445.5

5413.6

5734.9

6721.5

6721.5

6721.5

შრომის ანაზღაურება

1221.7

1329.0

1125.9

1467.0

1467.0

1467.0

საქონელი და მომსახურება

1190.7

1262.7

1506.4

1861.0

1861.0

1861.0

ძირითადი კაპიტალის მომსახურება

 

 

 

 

 

 

პროცენტი

     

 

სუბსიდიები

2244.3

2523.3

2715.4

3006.5

3006.5

3006.5

გრანტები

500.4

 

 

 

 

 

სოციალური უზრუნველყოფა

288.4

298.9

313.0

333.0

333.0

333.0

სხვა ხარჯები

 

 

74.2

54.0

54.0

54.0

 

     

 

საოპერაციო სალდო

2744.1

3316.9

1815.6

-1253.8

-1253.8

-1253.8

 

 

 

 

 

 

 

არაფინანსური აქტივების ცვლილება

29602

2490.3

4766.2

-82.5

-82.5

-82.5

 

 

                                        2016-2017  წლების მოკლე მიმოხილვა

2016 წლის 1 იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ნაშთი ირიცხებოდა 2135.9 ათასი ლარის ოდენობით, მიმდინარე წელში შემოსულობებმა შეადგინა           8807.8 ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან გაწეულმა გადასახდელებმა 7981.2 ათასი ლარი, აქედან გამომდინარე ფინანსური აქტივები შემცირდა  ათასი ლარის 826.6 ოდენობით, 2016 წლის ბოლოს დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 2967.6 ათასი ლარი.  

მობილიზებული სახსრებიდან საკუთარ შემოსავლები შეადგენს 4840.0  ათას ლარს, ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერები შეადგენს 3890.5 ათას ლარს, პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა კი შეადგინა 77.3 ათასი ლარი.

ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით 2128.3 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია,  გარე განათების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მინი-სპორტული მოედნების მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა, ურბანული ტერიტორიის მოწყობა.

გარდა ამისა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრებით დაფინანსდა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია, მინი სპორტული მოედნების მოწყობა, ურბანული ტერიტორიის მოწყობა.

2017 წელს 10 თვის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა  შეადგინა 4337.6  ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან გაწეულმა გადასახდელებმა 6173.6 ათასი ლარი, ფინანსური აქტივები შემცირდა -1836.0 ათასი ლარით.2017 წელს სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან 1173.2 ათასი ლარით დაფინანსდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემების და ჭაბურღილების მოწყობა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა.

 

 

 

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლის  ფაქტი

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

 

 

2020 წლის პროგნოზი

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

1737.7

1882.9

2444.2

2324.5

2324.5

2324.5

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

604.2

93.0

92.6

115.0

115.0

115.0

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

3150.9

2735.4

4661.5

1000.0

1000.0

1000.0

განათლება

1147.6

1476.3

1634.1

1600.0

1600.0

1600.0

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

1238.9

1179.7

1120.8

1026.5

1026.5

1026.5

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

563.7

613.9

663.0

673.0

673.0

673.0

 

 

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების,  პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები

  1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.

 

org. kodi

დასახელება

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

 
 
 

02 00

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

92.6

115.0

115.0

115.0

 

02 01

საგანგებო სიტუაციების მართვა

     

02 02

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა

     

02 03

ქვეყნის თვდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

92.6

115.0

115.0

115.0

 

1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)

საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • საქართველოს სამხედრო ძალების ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით უზრუნველყოფა;

 

  1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00)

    ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები და გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია.

 

 

 

 

org. kodi

დასახელება

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

 
 
 

03 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

4661.5

1000.0

1000.0

1000.0

 

03 01

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

2355.4

80.0

80.0

80.0

 

03 02

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

2081.0

920.0

920.0

920.0

 

03 02 01

ბინათმშენებლობის ღონისძიებები

19.7

 

 

 

 

03 02 02

წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები

389.5

 

 

 

 

03 02 03

გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის  ღონისძიებები

690.9

250.0

250.0

250.0

 

03 02 04

გარემოს დაცვითი ღონისძიებები

980.9

670.0

670.0

670.0

 

03 02 05

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში

 

 

 

 

 

03 03

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები

225.1

 

 

 

 

03 05

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები

 

 

 

 

 

 

 

   2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა

  (პროგრამული  კოდი  03 01)

 

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება  და შესაკეთებელი გზების რეაბილიტაცია. 2018 წელს დაგეგმილია ქ. დედოფლისწყაროში  არსებული შიდა  გზების ორმოული შეკეთება და მოასფალტება, სოფლებში არსებული ასფალტის საფარიანი გზების რეაბილიტაცია, გრუნტოვანი გზების მოხრეშვა

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადადგილება.

             შედეგების  შეფასების  ინდიკატორები:

  • საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა

 

2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

(პროგრამული კოდი 03 02)

  •   ქ. დედოფლისწყაროში და მუნიციპალიტეტის სოფლებში  მოწესრიგდება და გარკვეულ ქუჩებზე მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, აგრეთვე სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს და ამორტიზებულ წყალმომარაგების სისტემებს.
  • საბოლოო  შედეგები:
  • მოსახლეობის საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება;
  • განათებული ქალაქი და სოფლები;
  • გაუმჯობესებული სანიტარული პირობები.

  შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • საცხოვრებელი კორპუსების მდგომარეობა;
  • ქუჩების განათების 80%-იანი მაჩვენებელი;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან 80%-ით გათავისუფლებული ქალაქი და ნაწილობრივ გათავისუფლებული სოფლების ტერიტორია.

2.2.1    ბინათმშენებლობის  ღონისძიებები

               პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საექსპერტო მომსახურება 2018 წელში განსახორციელებელ პროექტებზე.

 

  1. 2 წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)

 

          ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. დედოფლისწყაროსა და მთელ რიგ სოფლებში წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია.                                                                                                                                                                                                                     

 

 

 

  1. 3 გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

(პროგრამული კოდი 03 02 03)

 

დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი ქსელის მოწყობა, კერძოდ:ქ. დედოფლისწყაროსა და მთელ რიგ სოფლებში მოეწყობა გარე განათება.

 

  1. 4 გარემოს დაცვითი  ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04)

 

გარემოს დაცვითი  ღონისძიებებიდან დასუფთავების სამუშაოები და საკანალიზაციო  სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. ეკოლოგიური და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ქ. დედოფლისწყაროდან და სოფლებიდან: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, გამარჯვება, ხორნაბუჯი და სამრეკლო, გრაფიკის შესაბამისად, დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება.

            ქვეპროგრამის ფარგლებში  ქ. დედოფლისწყაროსა და  მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწესრიგდება  და მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე  სისტემები.

                     

 

 

2.3  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, აგრეთვე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იერსახე შელახულია და აქედან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მათი რეაბილიტაცია, კერძოდ: მთელ რიგ სოფლებში მოხდება მოსაცდელის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელების გაწმენდა, მინისპორტული მოედნების მოწყობა და ა.შ.

 

                 მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლების უმრავლესობაში შეიქმნება კეთილმოწყობილი გარემო;
  • გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტში დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები  და შემცირდება მიგრაციის პროცესი.

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობის მდგომარეობა.

 

 

3. განათლება  (პროგრამული კოდი 04 00)

სკოლამდელ განათლებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  როლი ენიჭება, აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების  ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა.

 

org. kodi

დასახელება

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

 
 
 

04 00

განათლება

1634.1

1600.0

1600.0

1700.0

 

04 01

სკოლამდელი განათლება

1634.1

1600.0

1600.0

1700.0

 

 

3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)

აღნიშნული  პროგრამის შესაბამისად საბავშვო-ბაგა ბაღებში ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება, ზრუნვა ჰიგიენასა და კვებაზე, აღსაზრდელის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელ და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრში გაერთიანებულია და ფუნქციონირებს 17 სკოლამდელი და ერთი სკოლისგარეშე დაწესებულება (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი),  სკოლამდელ დაწესებულებაში ამ ეტაპზე განათლებას იღებს 942 ბავშვი, ხოლო სკოლისგარეშე დაწესებულებაში 100 ბავშვი.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელ და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრში სწავლა უფასოა, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი  აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და სხვა მიმდინარე ხარჯებს, აგრეთვე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მთელ რიგ სოფლებში ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია.                  

       მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • ფიზიკურად ჯანმრთელი, სრულყოფილი, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული მომავალი თაობის აღზრდა.

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • მომავალი თაობის მზადყოფნა სკოლაში შესასვლელად.

 

 

 

4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

(პროგრამული კოდი 05 00)

 

როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ისე მომდევნო პერიოდშიც მუნიციპალიტეტის  კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა სხვადასხვა ჩემპიონატებში. ჩატარდება საახალწლო და სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება   უზრუნველყოფს ქართული ფოლკლორული ხელოვნების შენარჩუნებას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმის,  ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

 

 

org. kodi

დასახელება

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

 
 
 

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

1120.8

1026.5

1026.5

1026.5

 

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

400.2

260.0

260.0

260.0

 

05 01 01

სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა

256.0

260.0

260.0

260.0

 

05 01 02

სპორტული   დარბაზების  მშენებლობა

144.2

 

 

 

 

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

626.6

669.5

669.5

669.5

 

05 02 01

კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა

566.6

569.5

569.5

569.5

 

05 02 02

კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

60.0

100.0

100.0

100.0

 

05 03

საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა

29.0

29.0

29.0

29.0

 

05 04

ტელერადიომაუწყებლობა დასაგამომცემლო საქმიანობა

65.0

68.0

68.0

68.0

 
  

 

 

 

 

 

 

 

  1. .1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)

 

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფინანსური მხარდაჭერა, ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა. სხვადასხვა ტურნირებზე, საქართველოსადა ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგების გამოსავლენად ხორციელდება მათი ადგილზე შეკრების ჩატარება შესაბამისი პირობების შექმნით.

  1. 8 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება:
  • ქართული  ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ჭიდაობა სამბოში;
  • ძალოსნობა;
  • ფეხბურთი;
  • კალათბურთი;
  • კიკბოქსინგი;
  • რაგბი

             მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • სპორტსმენთა მიერ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება

              შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • სპორტული წარმატებებისათვის ხელშეწყობა

 

  1. .2  კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)

 

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსება, ქვეყნის მასშტაბით ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

             მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • მოსახლეობის კულტურული აღზრდა და მათი ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • კულტურის სფეროში წარმატებების მიღწევა.

 

  1.  

 

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რაიონული საბიბლიოთეკო გაერთიანების, რომელიც მოიცავს 1 რაიონულ და 13 სასოფლო ბიბლიოთეკას, დაფინანსება. ბიბლიოთეკებში აქტიურად ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (მკითხველთა) ინტერესების შესწავლა, ამ მიზნით ტარდებასხვადასხვა ღონისძიებები:

  • ლიტერატურული დილა
  • +მკითხველთა კონფერენცია
  • თემატური საღამოები
  • წიგნის განხილვა
  • თემატური გამოფენები

                  პროგრამის ფარგლებში მოხდება ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის (ანტიკვარული და კულტუროლოგიური) ნივთების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების აღწერა, რომელთაც მინიჭებული აქვთ ძეგლის სტატუსი, მუზეუმი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არქეოლოგიურ გათხრებში, რომელთა მიზანია მატერიალური ნაშთების მოკვლევა და მათზე სამეცნიერო ანგარიშების მომზადება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით მოეწყობა ლექცია-სემინარები, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები.

 

4.2.2  კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 02)

 

მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და წახალისებით, მხატვრული კოლექტივების: ქორეოგრაფიული ანსამბლები: „შირაქი“, „ხორნაბუჯი“ და „იმედი“; ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები: „ქიზიყი“, „მანდილი“ და „ხორნაბუჯი“; თეატრალური კოლექტივი „ბარის ფშავლები“ და ბავშვთა თეატრალური სტუდია „არლეკინო“-ს მონაწილეობით იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

 

 

4.3  საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა

(პროგრამული კოდი 05 03)

 

 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები,რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში,  ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობისა და დათვალიერების მიზნით ექსკურსიები, მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს გაჯანსაღებისათვის დარგავენ ნარგავებს.

   

                  მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • ახალგაზრდობის ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობაში.

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  •  ფიზიკური ცხოვრების გაუმჯობესება.

 

4.4  რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

(პროგრამული კოდი 05 04)

 

       პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ჰერეთის ეპარქიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერა.

 

                  მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • მოსახლეობის ჩართულობა სულიერ ცხოვრებაში.

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • სულიერი განვითარების  გაუმჯობესება.

 

4.5 პრესის მომსახურების ღონისძიებები

(პროგრამული კოდი 05 04)

       

    პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაზეთ „შირაქის“ გამოცემა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს, გაზეთის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, მიღება, შექმნა, შენახვა და დამუშავება. თვითმმართველი ორგანო  გამოცემის საშუალებით თანამშრომლობს საზოგადოების ფართო ფენებთან-გაზეთის მეშვეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ეცნობა ბიუჯეტის პროექტს და მონაწილეობს საჯარო განხილვაში, თვითმმართველი ორგანო გაწეული მუშაობის შესახებ გაზეთის ფურცლებიდან აბარებს ანგარიშს ხალხს.

 

                  მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • გაზეთი მედიატორის როლს ასრულებს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის;
  • გაზეთი „შირაქის“ საშუალებით დედოფლისწყაროელები ეცნობიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს;

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  •  ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიღება, გავრცელება.

 

 

5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

(პროგრამული კოდი 06 00)

 

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

 

 

 

 

 

 

 

org. kodi

დასახელება

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

 
 
 

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

663.0

673.0

673.0

673.0

 

06 01

ჯანდაცვის პროგრამები

90.0

70.0

70.0

70.0

 

06 02

სოციალური პროგრამები

573.0

603.0

603.0

603.0

 

06 02 01

ავადმყოფთა სოციალური დაცვა

 

 

 

 

 

06 02 02

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

350.0

370.0

370.0

370.0

 

06 02 03

უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება

220.0

230.0

230.0

230.0

 

06 02 04

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

3.0

3.0

3.0

3.0

 

06 02 05

ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა

 

 

 

 

 

 

5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება(პროგრამული კოდი 06 01)

 

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:

  • არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა;
  • დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის  გამწვავების დროული  გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
  • მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის მწერების და ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.

                  მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

 

  5.2 სოციალური პროგრამები  (პროგრამული კოდი 06 02)

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისთვის ხელშეწყობა.

                   შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • მძიმე  სოციალური პირობების გავლენის შემცირება.

                 

5.2.1  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02)

 

         ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის პირთა ოჯახების, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა ყოველთვიურად 8-12 ლარის ოდენობით (400 ბენეფიციარი);
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახის დახმარება, რომელიც დაიბადა მუნიციპალიტეტის სტაციონარში ან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვი დაიბადა სხვა სტაციონარში, გათვალისწინებულია 300 ლარის ოდენობით;
  • ონკოლოგიური, გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მკურნალობის დაფინანსება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების კომისია;
  • ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - 75 ლარი ყოველთვიურად, ბინის ქირის დასაფარად.

 

5.2.2 სათნოების სახლი  (პროგრამული კოდი 06 02 03)

 

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 250 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.

 

5.2.3   ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები  (პროგრამული კოდი 06 02 04)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით.

გააზიარე