დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი რბოშიკში

31 May, 2018

 

                                                                                

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერის წარმომადგენელთან, მურად ელაშვილთან და არბოშიკის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელთან, არსენ ბაღაშვილთან ერთად სოფელ არბოშიკის მოსახლეობას შეხვდა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილი ,,ოფთალმიჯის“ მოძრავ საოპერაციო კლინიკასაც ეწვია და ექიმებსა და პაციენტებს გაესაუბრა. 
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის“ მობილური ჯგუფი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამოკვლევებსა და ოპერაციებს პერმანენტულად ატარებს. სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. 
არბოშიკელებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან საუბარში აღნიშნეს, რომ ოპერაციის გასაკეთებლად თბილისში წასვლა უწევდათ, რასაც ყოველთვის ვერ ახერხებდნენ. მოძრავი კლინიკით სრგებლობა კი მათთვის გაცილებით მოსახერხებელია. 
,, მივესალმებით მოსახლეობის მაღალი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს . შესაბამისად, მადლიერებას გამოვთქვამ ,,ოფთალმიჯის“ მედპერსონალის მიმართ, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩვენს მოსახლეობას კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა .

 

გააზიარე