,,ერთი დღე სოფელში" გამარჯვებაში

3 April, 2019

                                                                                                                

 

პროექტის -,,ერთი დღე სოფელში“ - ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან , დავით ფხოველიშვილთან და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან, დოდო ხუნაშვილთან .ერთად სოფელ გამარჯვებას ეწვია. 
მერი თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენელთან, ზვიად ზვიადაურთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. 
ნიკოლზ ჯანიაშვილმა გამარჯვებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა. 
აღსანიშნავია, რომ დაწყებულია ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც გამარჯვებელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს, ხოლო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მის მიერ ინიცირებული პროექტი -ერთი დღე სოფელში- აქტიურად გაგრძელდება. პროეექტის ფარგლებში მერი მოსახლეობას უბნებში ეწვევა და მათ პრობლემებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობა.

გააზიარე