ლაშა ბექაური საქართველოში დაბრუნდა

24 ოქტომბერი, 2018

                                                         

 

მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში-2018-ის გამარჯვებული ლაშა ბექაური საქართველოში დაბრუნდა. არხილოსკალოელ სპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი , მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი, მწვრთნელი კახა წიკლაური , ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში 17-21 ოქტომბერს, ბაჰამის კუნძულებზე, ქალაქ ნასაუში გაიმართა. ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ლაშა ბექაურმა ჩემპიონატის ფინალში იაპონელ სპორტსმენს სძლია.

გააზიარე