მერიაში 1921 წლის თებერვალში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

25 თებერვალი, 2019

                                                                                                                          

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველდღიური სამუშაო თათბირი წუთიერი დუმილით დაიწყო. 
მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა 25 თებერვლის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებთან ერთად 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო . 
დღევანდელ თათბირზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, დავით ფხოველიშვილთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად გასული სამუშაო კვირა შეაჯამა და მიმდინარე კვირის სამოქმედო გეგმები დასახა. 
25 თებერვალი საქართველოში გლოვის დღეა. ამასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დილიდან დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

 

გააზიარე