ცხელი ხაზი : ვებ გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მერის ანგარიში

6 დეკემბერს , ქ.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოსახლეობას 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში ჩააბარა. გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე წლის ბიუჯეტი და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ისაუბრა სოფლის მეურნეობაში, კულტურაში, სპორტში, ჯანდაცვასა და განათლების სფეროებში მიღწეულ წარმატებებზე. ანგარიშში წარმოდგენილი იყო სოციალური და ეკონომიკური, სოფლის დახმარების პროგრამით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტები. დასასრულს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მომავალი წლის გეგმები გააცნო - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; განათლება, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; სრული საირიგაციო სისტემის მოწყობა სოფელ სამთაწყაროსა და ფიროსმანში.

გააზიარე