მერმა ღვაწლმოსილ ექიმს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობა მიულოცა

27 სექტემბერი, 2018

                                                                                     

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ღვაწლმოსილ ექიმს, გულნარა პოპიაშვილს სახლში ესტუმრა და დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობა მიულოცა. 
გულნარა პოპიაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქედ 2 აგვისტოს, დედოფლისწყაროობის დღესასწაულზე დასახელდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო მან დაჯილდოების ღონისზიებაზე დასწრება ვერ შეძლო. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტის ამაგდარ ექიმს სიგელი და სიმბოლური პრიზი გადასცა. 
ექიმი-თერაპევტი გულნარა პოპიაშვილი 86 წლისაა. ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მან 24 წლის ასაკში დაიწყო, საყვარელ პროფესიას კი ის 42 წელი ემსახურა.

გააზიარე