მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 თებერვალი, 2020

                                                                                                                        

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,NPARD-2“-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ,,NPARD 2-ის"“ დედოფლისწყაროს პროექტის ხელმძღვანელთან, ბუბა ჯაფარლისთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ოთახები , გარე ეზო და სველი წერტილები.

გააზიარე