ნიკოლოზ ჯანიაშვილი რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

21 May, 2018

                                                                                                                                 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი რესურსცენტრის ხელმძღველს, ეთერ დავითაშვილსა და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. 
შეხვედრაზე სუბარი სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილ სასკოლო ღონისძიებებსა და ბოლო ზარებზე ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვას შეეხო. ,,უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული რამოდენიმე ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ეს ტრაგედიები ბოლო ზარის ღონისძიებეზე არ მომხდარა. გთხოვთ, ჩემი სახელით გადასცეთ ახალგაზრდებს, რომ საჭესთან მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და იზრუნონ საკუთარი და მეგობრების უსაფრთხოებაზე, რადგან მათი სიცოცხლე და მომავალი არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის , არამედ ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

გააზიარე