ნიკოლოზ ჯანიაშვილი საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა

21 May, 2018

 

                                                                                                                                             

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს და გამოვლენილ ხარვეზებზე იმსჯელეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე . შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი , პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სოფელ არბოშიკის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ პრობლემები, რომლებიც საპილოტე პროგრამის დროს გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებთან ერთობლივი მუშაობით აღმოიფხვრება. 
დედოფლისწყაროს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა სოციალური მობილიზაციის გაუმჯობესებაა, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მეტ ჩართულობას გულისხმობს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოო საპილოტე პროექტს წინასწარ შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში , მათ შორის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში- არხილოსკალოსა და არბოშიკში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, საკარმიდამო და სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მოქალაქეთა ნაცვლად, უფასოდ შეასრულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელება 2017 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

გააზიარე