ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ანა მიქელაშვილი ექიმებთან ერთად მოინახულა.

26 თებერვალი, 2019

                                                                                                                                   

 

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და წითელი ჯვრის დედოფლისწყაროს წარმომადგენლობის ექიმებთან ერთად სოფელ საბათლოს ეწვია და მოსიანების მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი კიდევ ერთხელ მოინახულა. 
ნიკოლოზ ჯანიშვილმა მოსიანებს საკვები პროდუქტები მიუტანა, წითელი ჯვრის ექიმებმა კი ოჯახის ასაკოვან წარმომადგენელს, ანა მიქელაშვილს წითელი ჯვრის ექიმებმაელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ადგილზე ჩაუტარეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმღვანელები მოსიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას სისტემატიურად უჩენენ და მათი ქველმოქმედება მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, ოჯახის გვერდში დგომის სურვილი მუნიციპალურმა სამსახურებმა- წყალმომარაგების , ,,ენერგო-პრო ჯორჯიასა“ ,,სოკარ ჯორჯიას“ დედოფლისწყაროს წარმომადგენლობებმაც გამოთქვეს, რისთვისაც მერი აღნიშნულ სამსახურებს მადლობას უცხადებს. 
მოსიანებმა მერს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ აქამდეც არაერთხელ დადგომია გვერდში, ხოლო მათი და საზოგადოების მხარდაჭერა მათი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გააზიარე