ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა

10 May, 2019

                                                                                                                                                                                                                                                                     

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები: . ნიკო შანშიაშვილი, იოსებ ნატროშვილი და რევაზ ჯანიაშვილი მოინახულა . მათ 9 მაისს შინმოუსვლელთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლეს. მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და საჩუქრები გადასცა.
ფაშიზმზე გამარჯვება წელს ოთხმა დედოფლისწყაროელმა ვეტერანმა აღნიშნა. თითოეული მათგანი ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ლარს , ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარს მიიღებს.

გააზიარე