ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი წარადგინა

18 მარტი, 2019

                                                                                                                                     

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანამშრომლებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი კობა ქურციკიშვილი წარუდგინა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიორგი ნასრაშვილი შეცვალა. კობა ქურციკიშვილი სამსახურის უფროსად ღია კონკურსის წესით შეირჩა. ის მოვალეობის შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა.

გააზიარე