საკრებულოს მორიგი სხდომა

30 ივლისი, 2018

                                                                                  

                                                                       

      დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის , გოჩა სამუკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა. სხდომას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოლომონ ღორაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე განიხილეს წარმოდგენილ პროექტს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ‘’ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 24 900 ლარით გაიზარდა. აქედან, სპორტული მოედნებისა და დარბაზების (არაფინანსური აქტივის) თანხას 20 000 , ხოლო კულტურის სახლების (არაფინანსური აქტივის ) თანხას 3 900 ლარი დაემატა და სხვ.

დღესვე, საკრებულომ დაამტკიცა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის # 56 განკარგულებაში შესატანი ცვლილება. 
სხდომაზე ასევე ცვლილება შევიდა„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის #57 დადგენილებაშიც. 
საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს და გადაწყვიტეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, რათა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 40 ცალი ნაგვის ურნა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადასცეს ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრს. 
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში.

გააზიარე