სახელმწიფო პროგრამები ფერმერებისთვის 2019 წელსაც გაგრძელდება

24 ნოემბერი, 2018

                                                                                                  

 შპს ,,მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან , ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დედოფლისწყაროელ ფერმერებს შეხვდა. 
 შეხვედრაზე პაატა შეყელაძემ ფერმერებს 2019 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურების მიზნით ახორციელებს. 
აღინიშნა, რომ მომავალ წელს ფერმერები მოსავლის ასაღები ტექნიკის შესაძენად სახელმწიფოსგან გრანტის სახით 50 %-იანი დაფინანსებას მიიღებენ. დარჩენილი 50 % -ის დაფარვა კი იაფი აგროკრედიტის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. შეყელაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია. 
 დღეისათვის უკვე მოქმედებს შეღავათი, რომლის ფარგლებშიც შპს ,,მექანიზატორის“ ტექნიკის შეძენა 3 წლიანი ავტოლიზინგითაა შესაძლებელი
,,ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში“ საგრძნობლად გაიზარდა მარცვლეული კულტურის მოსავლიანობა, რაც წლების დაგროვილი გამოცდილებისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგია. ის სიახლე , რომელიც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია , რომელიც მომავალში მოსავლიანობის რაოდენობასა და ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

გააზიარე