შეხვედრა სამრეკლოსა და დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან

29 სექტემბერი, 2019

                                                                                                                   

     საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. 
კახეთის რეგიონში სამხარეო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, დედოფლისწყარო- სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სამრეკლოსა და ქ. დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ. 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინეს და თითოეულ მათგანზე რეაგირებას დაპირდნენ. 
შეხვედრების მიზანი 2020 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებაა.

გააზიარე