სისხლის უანგარო დონაციის აქცია დედოფლისწყაროში

24 April, 2020

                                                                                                                        

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილმა მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს.
,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე ‘“ სისხლის ნაციონალურმა ბანკმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელა.

გააზიარე