სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

10 იანვარი, 2019

   

                                                                                                                                            

     საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება. პროგრამის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შერჩევაც უშუალოდ მოსახლეობის მიერ მოხდება. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალური ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნო. 
თათბირზე აღინიშნა, რომ განსახორციელებელ პრიორიტეტებს მოსახლეობა დასახლებებში გამართულ საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩევს. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად თითოეული სოფლისათვის განსაზღვრულ თანხას საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიც დაემატება. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 22 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. 
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანება და შეხვედრების განრიგი იხილეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და ჩვენს ფოტოალბომში. 

გააზიარე