სოფლის საერთო კრებები დასრულდა

31 იანვარი, 2020

                                                                                                                               

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დღეს სოფელ სამრეკლოსა და თავწყაროს დასახლებაში შეარჩიეს, რითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები დასრულდა.
მოსახლეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ თავწყაროს დასახლებაში შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, რომელიც გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აშენდა.

გააზიარე