თელავში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

6 თებერვალი, 2019

                                                                                                                                                                                   

 

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი დავით ფხოველიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო     რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც 2019 წელს კახეთის რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. 
 შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები , კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 გაერთიანებული სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების მეტი ინფორმირებულობა.
 მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში კომპანიების წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურ განხორციელებას.

გააზიარე