თელავში შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა

4 May, 2018

                                            

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სასტუმრო „ლოპოტა“-ში გამართულ შეხვედრა-ტრენინგს დაესწრნენ, რომლის მთავარ თემასაც „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (SECAP) მომზადება“ წარმოადგენდა. შეხვედრა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, გახსნა და ენერგოეფექტურობის დადებით გავლენებზე ისაუბრა. 
მოლდოვისა და საქართველოს ‘მერების შეთანხმების’ ერთობლივმა ხელმომწერებმა და ტერიტორიულმა კოორდინატორებმა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავების საკითხებზე ინფორმაცია ევროკავშირის მეცნიერებისა და ცოდნის სამსახურის ერთობლივი კვლევითი ცენტრის გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღეს. 
ტრენინგის დასასრულს ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ჭრელაშვილმა განაცხადა, , რომ ტრენინგით მიღებული ცოდნა კახეთის მუნიციპალიტეტებს დაეხმარება , უმოკლეს ვადაში შეიმუშავონ სამოქმედო გეგმები (SECAP) , რომელთა განხორციელებასაც ისინი მომავალი წლიდან შეუდგებიან. 
შეხვედრა- ტრენინგს კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრო.

გააზიარე