8 აგვისტო -10 წელი ომიდან

8 August, 2018

                                                                              

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალამდე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელების, საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა. 
მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა გარდაცვლილი გმირების ღვაწლზე ისაუბრეს და გიორგი აბიათარისა და გოჩა ილურიძის მშობლებს , რომლებიც მემორიალთან იმყოფებოდნენ, სასახელო მამულიშვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადეს

Share page