დღეს მარიამობაა

28 August, 2018

                                                                      

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მარიამობის დღესასწაული მრევლს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა. მარიამობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრი კაპანაძემ ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. 
28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. 
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რადგან ჩვენი სამშობლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და მას წმიდა ქალწული მარიამი იფარავს. 
საზეიმო წირვა დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა.

Share page