რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროდან დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან, კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად რთველის მიმდინარეობას სოფელ სამთაწყაროში გაეცნო.
ოფიციალური პირები დღეს სამთაწყაროელი მევენახის, ნიკოლოზ სარდალაშვილის რთველს დაესწრნენ, რომელსაც ყურძნის რამოდენიმე ჯიში 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დივერსიფიცირებული ბაზრები, ღვინის გაზრდილი ექსპორტი და არსებული საწარმოების რაოდენობა რთველის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარების საფუძველს იძლევა.
რთველი-2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისათვის შტაბში 80 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამამუშავებელ პროცესში ჩაერთვებიან.