მირზაანში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა

16 September, 2018

                                                                                       

  ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმმა ინტელექტუალურ თამაშს ,,რა, სად, როდის“ უმასპინძლა. ,,ბრეინ-რინგის“ კახეთის მეორე ღია ჩემპიონატში თხუთმეტი ქვეყნის ოცდაშვიდი უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. ასპარეზობაზე ღირსეულად წარდგნენ დედოფლისწყაროელი ინტელექტუალებიც. გამარჯვება კი წილად რუს, , უკრაინელ და გერმანელ მოთამაშეებს ერგოთ. 
ჩემპიონატს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი ესწრებოდნენ. 
საქართველოს კლუბის ,,რა, სად, როდის“ პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით კახეთის ღია პირველობა მირზაანში წელს უკვე მეორედ ჩატარდა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

Share page