ნიკოლოზ ჯანიაშვილი REC-ის ექსპერტს შეხვდა

27 September, 2018

                                                                                            

      კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა ( REC) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტი საძოვრების საკითხებში სარა რობინსონი და GIZ-ის საველე ექსპერტი დედოფლისწყაროში ამირან კოდიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს შეხვდნენ. სარა რობინსონი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საძოვრების შესახებ ესაუბრა.
უცხოელმა ექსპერტმა ნიკოლოზ ჯანიაშვილისგან ინფორმაცია საძოვრების მართვის საკითხებში არსებულ მდგომარეობაზე და მათი გამოყენების მეთოდებზე მიიღო. 
აღინიშნა, რომ REC და GIZ საქართველოში არსებულ საძოვრებზე მდგომარეობას მათი შემდგომი ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით სწავლობენ, რათა შემდომში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობისა და ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით საძოვრების ეფექტური გამოყენების გეგმა შეიმუშავონ.

Share page