ქვემო ქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვემო ქედი -არხილოსკალოს გაზიფიცირება, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა.
უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში სამუშაოები ზემო ქედსა და ცენტრალური მაგისტრალზეც დაიწყება.