საკრებულოს მორიგი სხდომა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კერძოდ, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ „ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განკარგულებაში 2018 წლის 17 აგვისტოს შესული ცვლილების საფუძველზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაემატა 3 პროექტი: 1.ქ.დედოფლისწყაროში არხოტის ქუჩაზე და შირაქის ქუჩის პირველ შესახვევში ასფალტის საფარის მოწყობა, 2. ქ. დედოფლისწყაროში 1 მაისის, ასევე ნინოშვილის ქუჩაზე და გამარჯვების ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა და სოფელ არბოშიკში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა- 711 122 ლარი აისახა დედოფლისწყაროს 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილში.
საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.