დამოუკიდებლობის დღე დედოფლისწყაროს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
დედოფლისწყაროს ცენტრალური ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა მიიღეს.
საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა მიულოცეს.