,,დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე" გამოვლენილია

8 ოქტომბერი, 2019

                                                                                                                   

 ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ჯაბა ჯამასპიშვილი ,,დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლეა“. 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დედოფლისწაროს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ჩემპიონატში დდოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 67 VIII-XII კლასელი მონაწილეობდა. 
შეჯობრში მეორე ადგილი ზემო ქედის საჯარო სკოლის XI კლასელმა თამთა თეზელაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე კვლავ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის IX კლასელმა ნინო ლობჯანიძემ. 
გამარჯვებულებს მიღწეული წარმატებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა სამუკაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ დავითაშვილმა , საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ბახუტაშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ თამაზაშვილმა მიულოცეს. 
,,დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ ჯაბა ჯამასპიშვილი მშობლიურ მუნიციპალიტეტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალზე წარადგენს.

გააზიარე