დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება

29 თებერვალი, 2020

                                                                                                                            

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში   პროფილაქტიკისა და , შესაბამისად,   სადეზინფექციო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით , მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს მერიისა და ბაღების გაერთიანების მიერ ერთობლივად იქნა მიღებული.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც  მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  საგაზაფხულო არდადეგების 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაწყების თაობაზე.  სხდომაზე ასევე აღინიშნა , რომ გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშო ბაღებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგაზაფხულო არდადეგები 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება.

საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ქვეყანაში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

გააზიარე