დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს სასურსათო კალათები გადაეცა

21 April, 2020

                                                                                                                                                                      

  სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ ხორნაბუჯში მერის წარმომადგენელთან, მერაბ მაძღარაშვილთან ერთად საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური პაკეტების კალათები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს გადასცეს,
 სოფელ ხორნაბუჯსა და ჭოეთის დასახლებაში მცხოვრებ ბოშებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული წესებისა და მოთხოვნების შესახებ .

 პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანადწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინირებით განხორციელდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Unicef (გაეროს ბავშვთა ფონდი).

გააზიარე