დედოფლისწყაროსა და მიადელის რაიონს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბელარუსიის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მიადელის რაიონსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა მოაწერა.
შეთანხმება მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ ურთიერთობას. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები გეგმავენ ეფექტურად გამოიყენონ ორივე მხარის პოტენციალი და აღიარონ საერთაშორისო კავშირების განმტკიცების აუცილებლობა.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელია.