დედოფლისწყაროში რეაბილიტაციის ცენტრი ,,მზე ‘’ გაიხსნა

1 თებერვალი, 2020

                                                                                                                     

   დედოფლისწყაროში რეაბილიტაციის ცენტრი ,,მზე ‘’ გაიხსნა, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა ჯანმრთელობაზე იზრუნებს.
ცენტრის გახსნა დღეს საზეიმო ვითარებაში მოხდა. ცერემონიაზე სიმბოლური წითელი ლენტი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტტის მერის მოადგილემ დავით ფხოველიშვილმა ბენეფიციარებთან ერთად გაჭრეს.
დედოფლისწყაროს რეაბილიტაციის ცენტრი საქმიანობას ,,ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ‘’ ფარგლებშში განახორციელებს. ბენეფიციარებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეცილისტები დედოფლისწყაროდან და ქ. თბილისიდან.
ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით, ,,მზე’’ შესაბამისი საჭიროებისა და სტატუსის მქონე ყველა მოზარდზე იზრუნებს. , მათ შორის, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც. თუმცა პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო კურსს 9 ბენეფიციარი გაივლის.
დედოფლისწყაროში რეაბილიტაციის ცენტრი ,,მზის’’ მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, ფიროსმანის ქ N 18.

გააზიარე