მოსახლეობის თერმოსკრინინგი გამარჯვებიდან დაიწყო
COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
პროცედურა სოფელ გამარჯვებიდან დღეს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
გამარჯვებაში მიმდინარე თერმოსკრინინგს დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი დაესწრნენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროცედურის ფარგლებში ტემპერატურის გაზომვასთან ერთად მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც ფასდება, ხოლო საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მათ ზუსტი დიაგნოსტიკა ჩაუტარდებათ.