მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს

1 May, 2020

                                                                                                                    

  Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი გრძელდება.
   პროცედურის მიმდინარეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეს ოზაანში, არბოშიკსა და ზემო მაჩხაანში დაესწრო.
   თერმოსკრინინგი ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
   მასშტაბური სამედიცინო კვლევების ფარგლებში, მოქალაქეებს ტემპერატურის გაზომვასთან ერთად ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც ფასდება, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს კი დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

გააზიარე