ნიკოლოზ ჯანიაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღებში

31 May, 2018

                                                                                      

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ გამარჯვების, არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანისა და ოზაანის საბავშვო ბაგა-ბაღებს სტუმრობდა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან, ნოდარ ზურაშვილთან და სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, თათია ბენაშვილთან ერთად საბავშო ბაღებში არსებულ პირობებს კიდევ ერთხელ გაეცნო. 
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ამ კუთხით წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღები შეესაბამება დაწესებულ სტანდარტებს. ამის მიუხედავად, გარკვეული ხარვეზები მაინც არსებობს და ისინი ახლო მომავალში აღმოიფხვრება“-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

გააზიარე