დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება.

25 თებერვალი, 2019

24 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ საბათლოში მცხოვრებ ანა მიქელაშვილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქალბატონი იმყოფება უკიდურესად მძიმე მატრიალურ მდგომარეობაში , ოჯახს მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება, არ გააჩნია საკვები, სათბობი შეშა, საჭირო მედიკამენტები, ელექტროენერგია და სხვა. 
მოგახსენებთ , რომ ანა მიქელაშვილს ჰყავს სამი შვილი. ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს ქალბატონ ანასთან, ხოლო ორი რუსეთში. ის, რომ ოჯახს არ გააჩნია სოციალური დახმარება, სცდება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება ხდება სოციალური მოსახურების სააგენტოს მიერ. 
აქვე აღვნიშნავთ, რომ ვინაიდან ანა მიქელაშვილის ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობას და იმყოფება გაჭირვებულ მდგომარეობაში, მას ადილობრივი ხელისუფლება აქტიურად უდგას გვერდში. ასაკოვან ქალბატონს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე სოფელ საბათლოს ხელმძღვანელები პერმანენტულად, თვეში რამდენჯერმე ეხმარებიან საკვები პროდუქტებით, შეშით , მედიკამენტებით , უხდიან ელექტროენერგიის გადასახადს და სხვა. 
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსიანების ოჯახში პირადად იმყოფებოდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მისი უშუალო ინიციატივით ქალბატონ ანას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ასევე, სოფელ საბათლოში მერის წარმომადგენლის კარენ მუსაელიანის დახმარებით ანა მიქელაშვილს კერძო კლინიკა ,,არქიმედეში“ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები. აღვნიშნავთ იმასაც, რომ მოსიანებს უკანასკნელი თვეების განმავლობაში ელექტროენერგია ჩაჭრილი არ ჰქონია. 
აქვე გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც გადაღებულია სხვადასხვა პერიოდში და ასახავს იმ თანადგომას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ანა მიქელაშვილის ოჯახის მიმართ იჩენენ.

გააზიარე